Wednesday, November 27, 2019


სოციალური პროექტი
"წავუკითხოთ ერთმანეთს წიგნები"

ვტორი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ეკა მენაბდიშვილი
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - XI
პერიოდი - 29.10.2019 - 20.11.2019 წ.




თემის აქტუალობა -  დღეს ძალიან აქტუალურია ფრაზა „ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ“. რამ გამოიწვია წიგნისგან ასე დაშორება? ნუთუ მართლა ყველაფერი სოციალური ქსელების ან ელექტრონული დამპყრობლის გამო ხდება, ყველაფერი მას რომ გადავაბრალეთ? იქნებ დროა ასეთი? ნუთუ შეიძლება, ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ, ათასი მიზეზი მოვიშველიოთ, რომ წიგნის წაუკითხაობა გავამართლოთ? ნუთუ ტყუილად ყიდულობენ მშობლები ფერად წიგნებს შვილებისთვის? მართლაცდა, ვისი ბრალია, რომ ადამიანები ასე დაშორდნენ წიგნებს? ოჯახის? სკოლის? კითხვაზე არაორიენტირებული სასწავლო პროცესის? იმ მძიმე სოციალური ფონის? იქნებ, უბრალოდ, სურვილის უქონლობა საქმე, რის აღიარებაც ყველას გვიჭირს? გულახდილები რომ ვიყოთ, ყველაზე რელევანტური პასუხი ალბათ ეს იქნებოდა.
   არადა წიგნის კითხვის შედეგად მიღებული ემოციები შეუცვლელია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეთავაზებინა მათთვის დაწერილი ნოდარ დუმბაძის „HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე - "იგი" წაკითხვადა შემდეგ გაანალიზება, დისკუსია. ნაწარმოებებში ასახული პრობლემები ეხმაურება დღევანდელი ახალგაზრდების აქტუალურ თემებს: პატრიოტული თემა და საზოგადოებაში სტერეოტიპების ნგრევის თემა, რაც ვფიქრობ საინტერესო განხილვის თემები იქნება.
 წიგნის წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ, მინდა მათ შევთავაზო ასევე მსგავსი პრობლემატიკის შემცველი წიგნები წაიკითხონ და ერთმანეთს გაუზიარონ.

პროექტის მიზნები:
  • მხატვრული ნაწარმოებების მიმართ ინტერესის გაღვივების და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებისა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებილების გამოხატვის უნარის განვითარება
  • მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის და გაანალიზების უნარის ჩამოყალიბება.
  •     წიგნის ერთობლივი კითხვისა და შემდგომ გაანალიზების პროცესში მოსწავლეებს ვასწავლოთ წიგნის კითხვით მიღებული ემოციების სიყვარული, ვასწავლოთ მსჯელობა და საკუთარი აზრის გადმოცემა. ვასწავლოთ მათთვის საყვარელი წიგნის, თემის წარდგინება, როგორ მოაწონონ სხვებს მისთვის ღირებული ფასეულობები და ვაზიაროთ წიგნის სამყაროს.
3.    პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - მშობლეთა და მოსწავლეთათვის პროექტის ამოცანების გაცნობა, ნოდარ დუმბაძის „HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე - "იგი" წიგნების მოძიება.  
2. II ეტაპი - მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ნაწარმოების ნოდარ დუმბაძის „HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე - "იგი" წაკითხვა და გაანალიზება ჯგუფებში, საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დასაბუთება, დისკუსია.
3.III ეტაპი: - წაკითხული ნაწარმოებების მეორე ჯგუფისთვის წარგენისთვის მასალების მომზადება და ნაწარმოების პრეზენტაცია „მე შენ წაგაკითხებ ჩემს საყვარელ წიგნს“, მისი მთავარი სათქმელის, ლიტერატურული ღირებულებების წარმოჩენით, რაც შეუძლიათ გააფორმონ ნახატებით, ვიდეორგოლებით.
პრეზენტაციას დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები,


















Tuesday, November 26, 2019


სოციალური პროექტი
,, მუზეუმი  - საგანმანათლებლო მიზნებისთვის’’.
ავტორი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ელენე მენაბდიშვილი მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - X
პერიოდი - 14.10.2019 - 05.11.2019 წ.




თემის აქტუალობა -  მუზეუმში განთავსებული უნიკალური ექსპონატები უამრავ საინტერსო ინფორმაციის შემცველია და მოზარდები ძალიან იშვიათად სტუმრობენ ადგილობრივ თუ სახელმწიფო მუზეუმებს. სამუზეუმო ექსპონატები მხოლოდ ექსპონატებად რჩებიან და ახალგაზრდებს მათი შესწავლის, ისტორიის დაკავშირების, ხელოვნების შედევრების აღმოჩენის მოთხოვნილება არ უჩნდებათ. არ იციან რა განძის მფლობელები არიან  და როგორ შეუძლიათ გამოიყენენონ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ჩვენი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაათვალიერებენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, გაეცნობიან სამუზეუმო ექსპონატებს და დაინტერესდებიან თითოეულის წარმომავლობით, ისტორიით, მნიშვენელობით.
პროექტის მიზნები:
1.      განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
·         ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა  და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
·         კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
2.      მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა სამუზეუმო ექსპონატების მიმართ, მათი საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების თვალსაზრისით
3.    პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - მშობელთა და მოსწავლეთათვის პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა, ექსკურსიის დაგეგმვა ქ.თბილისში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.  
2. II ეტაპი - მშობელთა დახმარებით  მოსწავლეთა ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში; სამუზეუმო ექსპონატების მიზნობრივი შერჩევა.
3. III ეტაპი - შერჩეული ექსპონატების  დახასიათება, წარმოშობა, ისტორიული ეპოქის მიმოხილვა, მნიშვნელობა და აქტუალობა. რისთვისაც გამოიყენებენ მუზეუმის გიდის მონათხრობს, ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან, მოძიებულ მასალებს. მოახდენენ მასალების კლასიფიკაციას, ანალიზს, დაჯგუფებას  და პრეზენტაციისთვის მომზადებას.
4. IVეტაპი - სამუზეუმო ექსპონატების შესახებ მოგროვილი ინფორმაციების, ფოტოების, ნახატების პრეზენტაცია.



















Tuesday, November 5, 2019


                                                                 ფიზიკის წრე
წრის დასახელება:  ფიზიკის წრე „ნიუტონი’
სკოლა:  სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:  კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა:  2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, შეხვედრები კვირაში ერთხელ, პარასკევი
წრის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი:  ელენე მენაბდიშვილი
საწრეო მუშაობის მიზანი:
·      მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ფიზიკის ცოდნა
·      მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვა ფიზიკით დაინტერესების პროცესში
·      საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას
·      უკეთესად აითვისონ ფიზიკის  ამოცანების ამოხსნის ხერხები

                                                                       საწრეო მუშაობის პროგრამა
#

შესასრულებელი საკითხები
შესრულების დრო
დრო
მიზანი
რესურსი
შედეგი
1

წრის გახსნა,სამოქმედო გეგმის შედგენა, ინფორმაციის გაცვლა


4.10.2019


1სთ
შევადგინოთ სამოქმედო გეგმა, დავადგინო მოსწავლეების ინტერესები

გეგმა, დაფა, ცარცი

ინტერესისა და მოტივაციის ამაღლება
2



მუშაობა ამოცანებზე (თემა: მუშაობა და სიმძლავრე, ენერგიები)




11.10.2019




1სთ
მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირების უნარის, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება


) .ტატიშვილის ამოცანათა კრებული      ).ბასიაშვილის ამოცანათა კრებული


მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი ცხოვრებაში
3
  
სახალისო  ცდების ჩვენებასამი საინტერესო და უცნაური მოვლენა, რომლებიც ელემენტარული ფიზიკის კანონებით აიხსნება


18.10.2019


1სთ
სწავლისადმი დადებითი განწყობისა და ინტერესის ამაღლება

კომპიუტერი, ინტერნეტი, ცდები Youtube-ზე

რეალური მოვლენის იმიტაცია კომპიუტერის საშუალებით
4

მუშაობა ამოცანებზე

   25.10.2019

1სთ
კომპიუტერი, ინტერნეტი, ცდები Youtube-ზე
კრიტიკული აზროვნების განვითარება
5

მუშაობა ამოცანებზე („ბუნების ძალები“)


1.11.2019


1სთ
დაკვირვების ანალიზის დასკვნის გამოტანის უნაარების განვითარება

.გედენიძის ამოცანათა კრებული; .ბასიაშვილის ამოცანათა კრებული

მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ცხოვრებაში
6


პრაქტიკული სამუშაო - ზამბარის სიხისტის განსაზღვრა („ჰუკის კანონი“)



8.11.2019



1სთ
დაკვირვების ანალიზის ინფორმაციის კლასიფიკაციის და საკუთარი აზრის დასაბუთბის უნარის განვითარება


ზამბარიანი დინამომეტრი, სხვადასხვა მასის სხეულები, სახაზავი, ფურცელი და ფანქარი


მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი
7

გაზეთის რედაქტორის არჩევა გაზეთის გამოშვება

15.11.2019

1სთ
კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება

ქაღალდი, მარკერები, ფერადი ფანქრები, ინტერნეტი

მოტივაციის ამაღლება
8
წრის ბავშვების  ჯგუფებად დაყოფა და ვიქტორინის მოწყობა

22.11.2019

1სთ
პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება
კომპიუტერი, სლაიდ შოუთი წარმოდგენილი კითხვარები
ინტერესის ამაღლება და მიღებული უნარების ტრანსფერი
9
წრის მეცადინეობის შეფასება და შეჯამება
29.11.2019
1სთ
წრის წევრები

                                                            სხდომა N1   
                         
           4.10.2019.  შეიკრიბნენ მანავის საჯარო სკოლის ფიზიკის წრის წევრები. შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. წრეში გაერთიანდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები. ამ შეხვედრაზე დადგინდა წევრების სია, შემუშავდა წრის სამოქმედო გეგმა.

                                                                სხდომა N2
      11.10.2019 ფიზიკის წრის სხდომას ესწრებოდნენ წრის ხელმძღვანელი და წრის წევრები.  ხელმძღვანელმა გააცნო  განსახილველი საკითხები, ამოცანათა კრებულიდან ამოცანების ამოხსნა, რის საშუალებითაც ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გაიხსენეს როგორ არის მუშაობა და სიმძლავრე ერთმანეთთან დაკავშირებული, რა არის ენერგია, როგორი სახის ენერგიები არსებობს და ა.შ

                                                            სხდომა N3       
                      18.10.2019  შედგა წრის შეხვედრის მორიგი სხდომა. სწავლისადმი დადებითი განწყობისა და ინტერესის ამაღლების მიზნით კომპიუტერის საშუალებით აჩვენა რეალური მოვლენის იმიტაცია, მოსწავლეები დიდი ინტერესით  იმუშავეს.

                                                               სხდომა N4
            წრის შეხვედრაზე  მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნაზე. ამ სხდომის მუშაობა ემსახურებოდა მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ამ ამოცანების ამოხსნით მოსწავლეები ეუფლებიან საკუთარი აზრის გამოხატვის, სხვისი მოსმენის და ჯგუფური მუშაობის უნარს.

                                                                 სხდომა N5
   სხდომაზე  ამოცანების  ამოხსნა მოხდა ჯგუფებში, ამოხსნილი ამოცანები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, გამართეს დისკუსია ამ ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხების შესახებ.