სოციალური პროექტი
,, მუზეუმი
- საგანმანათლებლო მიზნებისთვის’’.
ავტორი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის
საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ელენე მენაბდიშვილი მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - X
პერიოდი - 14.10.2019 - 05.11.2019 წ.
თემის აქტუალობა - მუზეუმში
განთავსებული უნიკალური ექსპონატები უამრავ საინტერსო ინფორმაციის შემცველია და მოზარდები
ძალიან იშვიათად სტუმრობენ ადგილობრივ თუ სახელმწიფო მუზეუმებს. სამუზეუმო ექსპონატები
მხოლოდ ექსპონატებად რჩებიან და ახალგაზრდებს მათი შესწავლის, ისტორიის დაკავშირების,
ხელოვნების შედევრების აღმოჩენის მოთხოვნილება არ უჩნდებათ. არ იციან რა განძის მფლობელები
არიან და როგორ შეუძლიათ გამოიყენენონ საგანმანათლებლო
მიზნებისთვის. ჩვენი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაათვალიერებენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, გაეცნობიან სამუზეუმო ექსპონატებს და დაინტერესდებიან
თითოეულის წარმომავლობით, ისტორიით, მნიშვენელობით.
პროექტის მიზნები:
1.
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
·
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
·
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
2.
მოსწავლეთა
მოტივაციის გაზრდა სამუზეუმო ექსპონატების მიმართ, მათი საგანმანათლებლო მიზნებისთვის
გამოყენების თვალსაზრისით
3. პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - მშობელთა და მოსწავლეთათვის პროექტის მიზნების და ამოცანების
გაცნობა, ექსკურსიის დაგეგმვა ქ.თბილისში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
2. II ეტაპი - მშობელთა დახმარებით მოსწავლეთა ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს
მუზეუმში; სამუზეუმო ექსპონატების მიზნობრივი შერჩევა.
3. III ეტაპი - შერჩეული ექსპონატების
დახასიათება, წარმოშობა, ისტორიული ეპოქის
მიმოხილვა, მნიშვნელობა და აქტუალობა. რისთვისაც გამოიყენებენ მუზეუმის გიდის მონათხრობს,
ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან, მოძიებულ მასალებს. მოახდენენ მასალების კლასიფიკაციას,
ანალიზს, დაჯგუფებას და პრეზენტაციისთვის მომზადებას.
4. IVეტაპი - სამუზეუმო ექსპონატების შესახებ მოგროვილი ინფორმაციების, ფოტოების, ნახატების პრეზენტაცია.
4. IVეტაპი - სამუზეუმო ექსპონატების შესახებ მოგროვილი ინფორმაციების, ფოტოების, ნახატების პრეზენტაცია.
No comments:
Post a Comment