სოციალური პროექტი
"წავუკითხოთ ერთმანეთს
წიგნები"
ავტორი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის
საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ეკა მენაბდიშვილი
მონაწილეები
- კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - XI
პერიოდი - 29.10.2019 - 20.11.2019 წ.
თემის აქტუალობა
- დღეს ძალიან აქტუალურია ფრაზა „ბავშვები
წიგნებს აღარ კითხულობენ“. რამ გამოიწვია წიგნისგან ასე დაშორება? ნუთუ მართლა ყველაფერი
სოციალური ქსელების ან ელექტრონული დამპყრობლის გამო ხდება, ყველაფერი მას რომ გადავაბრალეთ?
იქნებ დროა ასეთი? ნუთუ შეიძლება, ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ, ათასი მიზეზი მოვიშველიოთ,
რომ წიგნის წაუკითხაობა გავამართლოთ? ნუთუ ტყუილად ყიდულობენ მშობლები ფერად წიგნებს
შვილებისთვის? მართლაცდა, ვისი ბრალია, რომ ადამიანები ასე დაშორდნენ წიგნებს? ოჯახის?
სკოლის? კითხვაზე არაორიენტირებული სასწავლო პროცესის? იმ მძიმე სოციალური ფონის? იქნებ,
უბრალოდ, სურვილის უქონლობა საქმე, რის აღიარებაც ყველას გვიჭირს? გულახდილები რომ
ვიყოთ, ყველაზე რელევანტური პასუხი ალბათ ეს იქნებოდა.
არადა წიგნის კითხვის შედეგად მიღებული ემოციები
შეუცვლელია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეთავაზებინა მათთვის დაწერილი ნოდარ დუმბაძის
„HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე - "იგი" წაკითხვადა შემდეგ გაანალიზება, დისკუსია.
ნაწარმოებებში ასახული პრობლემები ეხმაურება დღევანდელი ახალგაზრდების აქტუალურ თემებს:
პატრიოტული თემა და საზოგადოებაში სტერეოტიპების ნგრევის თემა, რაც ვფიქრობ საინტერესო
განხილვის თემები იქნება.
წიგნის წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ, მინდა
მათ შევთავაზო ასევე მსგავსი პრობლემატიკის შემცველი წიგნები წაიკითხონ და ერთმანეთს
გაუზიარონ.
პროექტის მიზნები:
- მხატვრული ნაწარმოებების მიმართ ინტერესის გაღვივების და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებისა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებილების გამოხატვის უნარის განვითარება
- მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის და გაანალიზების უნარის ჩამოყალიბება.
- წიგნის ერთობლივი კითხვისა და შემდგომ გაანალიზების პროცესში მოსწავლეებს ვასწავლოთ წიგნის კითხვით მიღებული ემოციების სიყვარული, ვასწავლოთ მსჯელობა და საკუთარი აზრის გადმოცემა. ვასწავლოთ მათთვის საყვარელი წიგნის, თემის წარდგინება, როგორ მოაწონონ სხვებს მისთვის ღირებული ფასეულობები და ვაზიაროთ წიგნის სამყაროს.
3. პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი -
მშობლეთა და მოსწავლეთათვის პროექტის ამოცანების გაცნობა, ნოდარ დუმბაძის
„HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე - "იგი" წიგნების მოძიება.
2. II ეტაპი -
მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ნაწარმოების ნოდარ დუმბაძის „HELLADOS“ და ჯემალ ქარჩხაძე
- "იგი" წაკითხვა და გაანალიზება ჯგუფებში, საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული
დასაბუთება, დისკუსია.
3.III
ეტაპი:
- წაკითხული ნაწარმოებების მეორე ჯგუფისთვის წარგენისთვის
მასალების მომზადება და ნაწარმოების პრეზენტაცია „მე შენ წაგაკითხებ ჩემს საყვარელ
წიგნს“, მისი მთავარი სათქმელის, ლიტერატურული ღირებულებების წარმოჩენით, რაც შეუძლიათ
გააფორმონ ნახატებით, ვიდეორგოლებით.
პრეზენტაციას
დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები,
No comments:
Post a Comment