Monday, November 4, 2019

                                                              ფიზიკის  წრე

წრის დასახელება:  ფიზიკის წრე „ნორჩი ფიზიკოსები’’

სკოლა: სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა

სამიზნე ჯგუფი:  IX კლასის მოსწავლეები

ხანგრძლივობა:  2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, შეხვედრები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათი

წრის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი:  ელენე მენაბდიშვილი

საწრეო მუშაობის მიზანი:

·       მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ფიზიკის ცოდნა
·       მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვა ფიზიკით დაინტერესების პროცესში
·       საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას
·       უკეთესად აითვისონ ფიზიკის  ამოცანების ამოხსნის ხერხები




N
      თემის დასახელება
           რესურსი
ხანგრძლივობა
თარიღი
1
წრის შექმნის ორგანიზაციული საკითხები:
ა)მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა-დამტკიცება;
ბ)სამუშაო გეგმის განხილვა- დამტკიცება;
გ)წრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;


          გეგმა, დაფა, ცარცი

          45წთ

    3-10-2019
2
თვისებრივი და სახალისო ამოცანები ფიზიკაში;
თამაშები და ექსპერიმენტები.

დამხმარე ლიტერატურა

         45წთ

  10-10-2019
3

მუშაობა ამოცანებზე,
 წრეწირზე მოძრაობა


ამოცანების კრებული

           45წთ

  17-10-2019
4
გაზეთის რედაქტორის არჩევა
გაზეთის გამოშვება

ქაღალდი, მარკერები,ფერადი ფანქრები

            45წთ

  24-10-2019

5

თანამედროვე მეცნიერების მიღწევები კოსმოსში
თანამედროვე კოსმოსი

ინტერნეტი, დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურა.

             45წთ

  31-10-2019

6

მუშაობა ამოცანებზე,
ნიუტონის კანონები

   IX  კლასის ამოცანების კრებული

           45წთ

  7-11-2019

7

ვიქტორინას ჩატარება საბუნებისმეტყველო საკითხებზე

ინტერნეტ-წყარო; დამხმარე ლიტერატურა.

           45წთ

  14-11-2019

8

წრის მეცადინეობის შეჯამება-შეფასება.

დამხმარე ლიტერატურა

            45წთ

  21-11-2019

     




                                                           სხდომა N1
      შეიკრიბნენ მანავის საჯარო სკოლის ფიზიკის წრის წევრები. შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე დადგინდა წევრების სია, შემუშავდა წრის სამოქმედო გეგმა. წრეში გაერთიანდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები.



                                                           სხდომა N2
    გაიმართა ფიზიკის წრის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ წრის ხელმღვანელი და წრის წევრები.
       ხელმძღვანელმა გააცნო  განსახილველი საკითხები, ისაუბრა თვისებრივი ამოცანების უპირატესობაზე, რომ თვისებრივი ამოცანები ამოიხსნება ლოგიკური დასკვნების გზით და მოსწავლეებს თვისებრივი ამოცანის ამოხსნისას უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება. ძალიან მოეწონათ ექსპერიმენტები, ვინაიდან ცდების დამოუკიდებლად ჩატარება ახალი აღმოჩენების სიახლეების მოლოდინს ქმნის.



                                                            სხდომა N3        
     შედგა წრის შეხვედრის მორიგი სხდომა. შეხვედრის მიზანი იყო ამოცანების ამოხსნა სხეულების წრეწირზე მოძრაობის დროს და დისკუსია.მოსწავლეებმა მოიყვანეს მაგალითები, ამოხსნეს ამოცანები, კომპიუტერის საშუალებით დააკვირდნენ როგორ მოძრაობს დედამიწა მზის გარშემო, გამართეს დისკუსია.  



  

                                                               სხდომა N4
            წრის შეხვედრაზე მოსწავლეებმა გააკეთეს გაზეთი, სადაც მათ მიერ მოძიებული საინტერესო მასალები განათავსეს.





                                                              სხდომა N5
      ამ სხდომისთვის მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტიდან საინტერესო მასალა კოსმოსში მეცნიერების მიღწევების შესახებ.   ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე მეცნიერება და მიუხედავად დიდი მიღწევებისა არსებობს სამყაროს შეუსწავლელი მხარეებიც, რაც მეცნიერებს დიდ საგონებელში აგდებს.სხდომა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.




                                                           სხდომა N6
            სხდომაზე მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები ნიუტონის კანონებზე, გამოიყენეს ტატიშვილის ამოცანათა კრებული, ამოხსნილი ამოცანები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, გააცნეს ერთმანეთს ნიუტონის შესახებ  არსებული ინფორმაცია და იმსჯელეს ნიუტონის კანონების როლის და მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობისათვის.



                                                        სხდომა N7
      ამ სხდომისთვის ნასწავლი მასალიდან მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვები ვიქტორინისთვის. ვიქტორინა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.


                                      
                                                          სხდომა N8
       წრის წევრებმა შეაჯამეს ფიზიკის წრის მეცადინეობა პირველი სემესტრის განმავლობაში, შეთანხმდნენ რომ წრის შეკრებებზე ყოველთვის გათვალისწინებული იყო თითოეული მოსწავლის ინიციატივები, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია წრის მეცადინეობებმა, ვინაიდან ისინი ამუშავებდნენ თემებს, მოიძიებდნენ საინტერესო ინფორმაციებს ინტერნეტში, ჩაატარეს ვიქტორინა, ექსპერიმენტები, რამაც ხელი შეუწყო საგნისადმი მეტად დაინტერესებას, საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენას და ცოდნის დონის გაზრდას.

                          


                   








No comments:

Post a Comment