Tuesday, November 5, 2019


                                                                 ფიზიკის წრე
წრის დასახელება:  ფიზიკის წრე „ნიუტონი’
სკოლა:  სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:  კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა:  2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, შეხვედრები კვირაში ერთხელ, პარასკევი
წრის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი:  ელენე მენაბდიშვილი
საწრეო მუშაობის მიზანი:
·      მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ფიზიკის ცოდნა
·      მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვა ფიზიკით დაინტერესების პროცესში
·      საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას
·      უკეთესად აითვისონ ფიზიკის  ამოცანების ამოხსნის ხერხები

                                                                       საწრეო მუშაობის პროგრამა
#

შესასრულებელი საკითხები
შესრულების დრო
დრო
მიზანი
რესურსი
შედეგი
1

წრის გახსნა,სამოქმედო გეგმის შედგენა, ინფორმაციის გაცვლა


4.10.2019


1სთ
შევადგინოთ სამოქმედო გეგმა, დავადგინო მოსწავლეების ინტერესები

გეგმა, დაფა, ცარცი

ინტერესისა და მოტივაციის ამაღლება
2



მუშაობა ამოცანებზე (თემა: მუშაობა და სიმძლავრე, ენერგიები)




11.10.2019




1სთ
მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირების უნარის, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება


) .ტატიშვილის ამოცანათა კრებული      ).ბასიაშვილის ამოცანათა კრებული


მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი ცხოვრებაში
3
  
სახალისო  ცდების ჩვენებასამი საინტერესო და უცნაური მოვლენა, რომლებიც ელემენტარული ფიზიკის კანონებით აიხსნება


18.10.2019


1სთ
სწავლისადმი დადებითი განწყობისა და ინტერესის ამაღლება

კომპიუტერი, ინტერნეტი, ცდები Youtube-ზე

რეალური მოვლენის იმიტაცია კომპიუტერის საშუალებით
4

მუშაობა ამოცანებზე

   25.10.2019

1სთ
კომპიუტერი, ინტერნეტი, ცდები Youtube-ზე
კრიტიკული აზროვნების განვითარება
5

მუშაობა ამოცანებზე („ბუნების ძალები“)


1.11.2019


1სთ
დაკვირვების ანალიზის დასკვნის გამოტანის უნაარების განვითარება

.გედენიძის ამოცანათა კრებული; .ბასიაშვილის ამოცანათა კრებული

მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ცხოვრებაში
6


პრაქტიკული სამუშაო - ზამბარის სიხისტის განსაზღვრა („ჰუკის კანონი“)



8.11.2019



1სთ
დაკვირვების ანალიზის ინფორმაციის კლასიფიკაციის და საკუთარი აზრის დასაბუთბის უნარის განვითარება


ზამბარიანი დინამომეტრი, სხვადასხვა მასის სხეულები, სახაზავი, ფურცელი და ფანქარი


მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი
7

გაზეთის რედაქტორის არჩევა გაზეთის გამოშვება

15.11.2019

1სთ
კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება

ქაღალდი, მარკერები, ფერადი ფანქრები, ინტერნეტი

მოტივაციის ამაღლება
8
წრის ბავშვების  ჯგუფებად დაყოფა და ვიქტორინის მოწყობა

22.11.2019

1სთ
პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება
კომპიუტერი, სლაიდ შოუთი წარმოდგენილი კითხვარები
ინტერესის ამაღლება და მიღებული უნარების ტრანსფერი
9
წრის მეცადინეობის შეფასება და შეჯამება
29.11.2019
1სთ
წრის წევრები

                                                            სხდომა N1   
                         
           4.10.2019.  შეიკრიბნენ მანავის საჯარო სკოლის ფიზიკის წრის წევრები. შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. წრეში გაერთიანდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები. ამ შეხვედრაზე დადგინდა წევრების სია, შემუშავდა წრის სამოქმედო გეგმა.

                                                                სხდომა N2
      11.10.2019 ფიზიკის წრის სხდომას ესწრებოდნენ წრის ხელმძღვანელი და წრის წევრები.  ხელმძღვანელმა გააცნო  განსახილველი საკითხები, ამოცანათა კრებულიდან ამოცანების ამოხსნა, რის საშუალებითაც ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გაიხსენეს როგორ არის მუშაობა და სიმძლავრე ერთმანეთთან დაკავშირებული, რა არის ენერგია, როგორი სახის ენერგიები არსებობს და ა.შ

                                                            სხდომა N3       
                      18.10.2019  შედგა წრის შეხვედრის მორიგი სხდომა. სწავლისადმი დადებითი განწყობისა და ინტერესის ამაღლების მიზნით კომპიუტერის საშუალებით აჩვენა რეალური მოვლენის იმიტაცია, მოსწავლეები დიდი ინტერესით  იმუშავეს.

                                                               სხდომა N4
            წრის შეხვედრაზე  მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნაზე. ამ სხდომის მუშაობა ემსახურებოდა მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ამ ამოცანების ამოხსნით მოსწავლეები ეუფლებიან საკუთარი აზრის გამოხატვის, სხვისი მოსმენის და ჯგუფური მუშაობის უნარს.

                                                                 სხდომა N5
   სხდომაზე  ამოცანების  ამოხსნა მოხდა ჯგუფებში, ამოხსნილი ამოცანები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, გამართეს დისკუსია ამ ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხების შესახებ.                                                             






No comments:

Post a Comment